|
2020-09-13 12:15:19, 2441 ნახვა
რეგიონი
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე აჭარის რეგიონის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აჭარის რეგიონის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა რეგიონში არსებული ეპიდემიულოგიური მდგომარეობა და სამედიცინო დაწესებულებებში საწოლფონდის მობილიზება იყო. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებული კლინიკების გარკვეული ნაწილის კოვიდცენტრებად გადაკეთებას, რათა ინფიცირებული პაციენტების დახმარება დროულად განხორციელდეს. შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება დამატებით 300 საწოლის გამოყოფის თაობაზე. ჯამში აჭარის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებებში სულ 600 საწოლი იქნება მობილიზებული. დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ჩართულია ბათუმის "რესპუბლიკური საავადმყოფო", "სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი", კლინიკა "მედალფა". ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე აჭარის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებებში მონიტორინგს დღეს განახორციელებს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)