21:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-11 18:51:25, 2256 ნახვა

კომენტარი
თეონა ცხომელიძე - სავარაუდოდ, ჩემი ინფიცირება თაკო ჩარკვიანისგან მოხდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსი პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანისგან გადაედო.

მისივე თქმით, ჩარკვიანი რამდენიმე დღის წინ გადაცემა „დღის კურიერის“ სტუმარი იყო.

ჟურნალისტის კომენტარს „რუსთავი 2“ ავრცელებს.

„დღეს დამიდასტურდა კორონავირუსი, მაქვს ტემპერატურა, სხვა სიმპტომი არ მაქვს. სავარაუდოდ ჩემი ინფიცირება მოხდა პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანისგან, ამას დაადგენენ უფრო ზუსტად ეპიდემიოლოგები. მქონდა სამწუხაროდ ბევრი კონტაქტი სამსახურში, ამ პერიოდში ყოველდღე ვმუშაობდი. ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე ვნერვიულობ, რომლებიც შესაძლოა ჩემგან დაინფიცირდნენ“, - აღნიშნა თეონა ცხომელიძემ.

შეგახსენებთ, რომ თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, ჟურნალისტთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics