|
2020-09-10 17:40:20, 3960 ნახვა
კომენტარი
გიორგი კანდელაკი - ბოლო წლების განმავლობაში, ინვესტიციების მკვეთრი შემცირება სასამართლოს ჩამოშლის და მის მიმართ უნდობლობის ბრალია
„ევროპული საქართველო“ წევრი, გიორგი კანდელაკი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები, ტრადიციულად, არ აქცევენ ყურადღებას მსგავსი ანგარიშებიდან მნიშვნელოვან მონაკვეთებს. როგორც კანდელაკი აღნიშნავს, სწორედ სასამართლოს მიმართ უნდობლობამ გამოიწვია უცხოური ინვესტიციების მკვეთრი შემცირება ბოლო წლებში. „ქართული ოცნების“ წევრებს, ტრადიციულად, გამორჩებათ ხოლმე მნიშვნელოვანი მონაკვეთები მსგავსი ანგარიშებიდან. კერძოდ, ამ ანგარიშში ძალიან დიდი ყურადღებაა გამახვილებული სასამართლოს პოლიტიზების და მთლიანად სასამართლოს საკითხზე. ეს, რათქმაუნდა, პირდაპირ აისახება ჩვენ ხალხზე, მოქალაქეებზე, რადგან სწორედ სასამართლოს ჩამოშლის და მის მიმართ უნდობლობის ბრალია ინვესტიციების მკვეთრი შემცირება ბოლო წლების განმავლობაში, რამაც თავისმხრივ გამოიწვია ლარის ვარდნა, სხვა უბედურებებთან ერთად. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ქვეყანას“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი. ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ზოგიერთი ბიზნესი ქართულ სასამართლოს უნარს, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, უნდობლობას უცხადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)