21:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-10 17:27:28, 3161 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავამ ენერგეტიკის დარგის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ენერგეტიკოსები დააჯილდოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქართველ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და დარგში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ელექტროენერგეტიკის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ენერგეტიკოსები დააჯილდოვა.

„მინდა მოგილოცოთ ეს შესანიშნავი დღე ყველას, იმ ადამიანებს, რომელთა შრომა, ცოდნა და თავდადება ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნიდა და ქმნის ქართული ენერგეტიკას", -  განაცხადა ენერგეტიკის დღისადმი მიძღნილ ღონისძიებაზე ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკა არის მიმართულება, რომელიც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, მყარი საფუძველია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ძლიერების.

„ეს არის პრიორიტეტი, რომელიც მიზნად დაისახა ჩვენმა ხელისუფლებამ და დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ცნობილია ის რეფორმები თუ პროექტები, რომელსაც მთავრობა კერძო სექტორთად ერთად ახორციელებს ენერგეტიკის სფეროში. აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ყველა ადამიანი, რომელიც პროფესიულად ჩართულია ენერგეტიკის დარგის მშენებლობაში, ასრულებს ისტორიულ ფუნქციას, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი განვითარება და ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, გადის სწორედ ენერგეტიკაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics