14:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 15:46:48, 18587 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, მაგრამ ე.წ. სამფეროვანი შუქნიშნის მიხედვით მწვანე ზონაში ვართ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, მაგრამ ე.წ. სამფეროვანი შუქნიშნის მიხედვით, ჯერჯერობით ქვეყანა მწვანე ზონაშია.

მისი თქმით, საქართველოში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადი და სრულად მართვადია, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში, ქვეყანაში გვაქვს ვირუსის შემთხვევების ზრდის ტენდენცია. დღეს 34 შემთხვევა გვქონდა. ჩვენ გავაანალიზეთ ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის პირველი კვირის ე.წ. ინციდენტობის მაჩვენებლები. ინციდენტობა ნიშნავს 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობას. თუ ივლისის პირველ კვირაში გვქონდა 0.7 ასი ათას მოსახლეზე, აგვისტოში გვაქვს 1.2 და სექტემბრის პირველ კვირაში გვაქვს 5.3, რაც იმას ნიშნავს, რომ ტენდენცია ზრდისა არის, მაგრამ ჩვენი ე.წ. სამფეროვანი შუქნიშნის მიხედვით, ჯერჯერობით ჩვენ ვართ მწვანე ზონაში. ყვითელი ანუ გამაფრთხილებელი ზონა იწყება როდესაც 100 ათას მოსახლეზე 10-დან 30-მდე არის და შემდეგ წითელ ზონაში გადადიხარ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ გვაქვს კონტროლირებადი და სრულად მართვადი ეპიდსიტუაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თვითდამშვიდებული უნდა ვიყოთ, რადგანაც ზრდის ტენდენცია არის. რომელიც პროგნოზირებადი იყო. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან აქტიური სეზონი შიდატურიზმის მხრივ, განსაკუთრებით აჭარაში და იმიტომაც გვაქვს იქ ახალი შემთხვევების მომატებული რაოდენობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics