|
2020-09-02 14:13:24, 5720 ნახვა
კომენტარი
ანდრია ჯაღმაიძე - ადგილი, სადაც „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს წარადგენენ, ბაგრატის ტაძარს არ ეკუთვნის
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ადგილი, სადაც „პატრიოტთა ალიანსი“ კანდიდატს წარადგენენ, ბაგრატის ტაძარს არ ეკუთვნის. ამის შესახებ განცხადებას ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „დღეს ჟურნალისტებისგან იყო შეკითხვები, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრიოტთა ალიანსის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებასთან დაკავშირებით. როგორც ეპარქიიდან შემატყობინეს, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და იქ სხვადასხვა დროს იმართება ღონისძიებები, რომელსაც არ უთანხმებენ ეპარქიას. ცნობისათვის, ისტორიულად ეს მიწა ეკუთვნოდა ბაგრატის ტაძარს, თუმცა შემდგომში ტაძარს გადაეცა მხოლოდ ნაწილი ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიისა, ხოლო ეს ადგილი სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება”, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)