|
2020-09-02 13:07:05, 5087 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე „ოცნების“ კანონპროექტზე - არ გვინდა ბატონო სამწლიანი პატიმრობა, სამი დღით ჩასვით ის ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლებზე ძალადობდნენ
არ გვინდა ბატონო სამწლიანი პატიმრობა, სამი დღით ჩასვით ის ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლებზე წლების განმავლობაში ძალადობდნენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდის ინიციატივა წინასაარჩევნო იაფფასიანი პროპაგანდისტული კანონპროექტია. „ქართული ოცნების“ მიერ შემოტანილი კანონპროექტი გვეუბნება, რომ ჩვენი მოძალადე „ზონდერები“ და არჩევნების გამყალბებლები მოდით დავსაჯოთ 3-წლიანი პატიმრობით, ნაცვლად 2 წლისა. არ გვინდა ბატონო სამწლიანი პატიმრობა. სამი დღით ჩასვით სადაც არის საჭირო, ის ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლებზე წლების განმავლობაში ძალადობდნენ. ეწეოდნენ მოსყიდვას, დაშინებას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. თურმე ახლა გაახსენდათ, რომ სამწლიანი პატიმრობა ყოფილა ამ მდგომარეობიდან გამოსავალი. ეს არის წინასაარჩევნო იაფფასიანი პროპაგანდისტული კანონპროექტი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)