21:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-01 12:35:03, 5720 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი „პატრიოტთა ალიანსზე“ დაფინანსების საკითხზე - თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, მკაცრი რეაგირება უნდა მოყვეს

დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“, როგორც საარჩევნო სუბიექტის არსებობაზე, გადაწყვეტილება ცესკოს ან საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან აუცილებლად უნდა იქნას მიღებული.

მისივე თქმით, საფუძვლიანად უნდა იყოს შესწავლი, თუ რა თანხები იხარჯება ქართულ პოლიტიკურ პროცესებში.

„რაც შეეხება მათ, როგორც საარჩევნო სუბიექტის არსებობას, გადაწყვეტილებები მისაღებია და შეიძლება ამაზე იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლომ ან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. რაც შეეხება გამოძიებას, მე ვფიქრობ, რომ რა თანხები და რესურსები იხარჯება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებასა და პროცესში, ეს უნდა იყოს საფუძვლიანად შესწავლილი და ძალიან მკაცრი რეაგირება უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ეს ინფორმაცია“, - განაცადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დოსიე გაავრცელა, რომლის თანახმად „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კრემლი პირდაპირ ეხმარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics