|
2020-08-28 16:20:35, 5527 ნახვა
კომენტარი
მათიკაშვილი სააკაშვილზე - ენთუზიაზმით შეხვდება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი, სუფთა და ნათელ „კაბინეტს“ დაახვედრებს ციხეში
მიხეილ სააკაშვილის „გაბედულ“ ნაბიჯს, საქართველოში დაბრუნების შესახებ, ვფიქრობ ენთუზიაზმით შეხვდება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და სუფთა და ნათელ „კაბინეტს“ დაახვედრებს ციხეში, სადაც დიდი ხნით მოუწევს მას პრემიერობანას თამაში საკუთარ თავთან, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით, სააკაშვილი ვერასდროს გახდება საქართველოში ვერც ერთი თანამდებობის პირი. „ამ კარიკატორულმა ფიგურამ პოლიტიკური ველიდან ტრაგი-კომიკურ ჟანრში გადაინაცვლა: ტრაგიკული - მისი მცირერიცხოვანი მომხრეებისთვის, ხოლო კომიკური დანარჩენი საქართველოსთვის. ბატონო მიხეილ, თქვენ ვერასდროს გახდებით საქართველოში ვერც პრემიერი და ვერც ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, ეს ამ ცხოვრებაში არ მოხდება და ეს ყველაზე კარგად იცით თქვენ! თქვენს საქართველოში შესაძლო დაბრუნებას რაც შეეხება, უდაოდ მისასალმებელი ფაქტია: მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა ვფიქრობ დაგიფასდებათ სასჯელის მოხდის ნაწილში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)