20:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-26 18:53:30, 7134 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ბიზნესს დამატებით 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა

აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა პანდემიის პირობებში ბიზნესის ხელშეწყობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეტაპზე აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც ბიზნესისთვის პანდემიით გამოწვეული რთული პერიოდის შემსუბუქებაა. შედეგად, ბიზნესს მიეცემა 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი მთავრობასთან ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად.

„პანდემიის ფონზე, აქტიური გამოწვევის წინაშე დგას ბიზნესი და კერძო სექტორი. ჩვენ, როგორც მთავრობა, ასევე ეკონომიკური გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მოხდეს იმ რეალიების გათვალისწინება, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას განაგრძოს საქმიანობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და შემდეგ შექმნა" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით რეგისტრაციის შესახებ და აღნიშნა, რომ რეგისტრაციის და მოქალაქეებთან უკუკავშირის პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. თურქეთში საზღვრის კვეთის ნებართვაზე დადებითი  პასუხი უკვე 2316 ზე მეტმა პირმა მიიღო.  თურქეთის მიმართულებით საზღვარი უკვე 1333 - ზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა.

თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე ხაზი გაუსვა ბათუმსა და ქობულეთის ბულვარში მიმდინარე უფასო PCR ტესტირების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ წარმართვისა და პრევენციის მიზნით ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics