|
2020-08-26 16:27:23, 5944 ნახვა
კომენტარი
დავით თარხან-მოურავი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტზე - პირადი კონტაქტები გამოვიყენე, მათ შორის მოსკოვშიც
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებით, მისი პარტიის წარმომადგენლების აფხაზეთში ვიზიტის ორგანიზებისას პირადი კონტაქტები გამოიყენა, მათ შორის - მოსკოვში არსებული. მისი თქმით, შერიგებისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა გზით მოხდა ოკუპირებულ რეგიონში გადასვლა. „ჩვენ უნდა დავიწყოთ დიდი შერიგების პროცესი. რა თქმა უნდა ამ პროცესს მტრები ყველგან ჰყავს. მტრები ჰყავს თბილისში, სოხუმშიც და მოსკოვშიც. თუმცა ვიზიტის ორგანიზებისას მე პირადი კონტაქტები გამოვიყენე ცხადია, მათ შორის მოსკოვშიც გამოვიყენე კონტაქტები. როგორ გადავედით საზღვარზე შერიგებისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს. მე მათ მტრებად არ მოვიხსენიებ. არანაირი კრემლის დავალებით არ შევედით, ჩემი კონტაქტები გამოვიყენე ამ საქმის ორგანიზებისთვის“, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა. ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირნა ინაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთში, ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შესწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)