21:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-21 15:05:35, 4672 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობას არ აპირებს

საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობას არ აპირებს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, თუ რუსეთს საქართველოსთან რაიმე ტიპის ნორმალიზაცია სურს, პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა შეასრულოს და თავისი ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან გაიყვანოს.

„საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობას არ აპირებს. საერთაშორისო სამართლის პრინციპებით, სიმართლე არის ჩვენს მხარესა, ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული. ამიტომ, თუ რუსეთს სურს რაიმე ტიპის ნორმალიზაცია, პირველ რიგში, რასაკვირველია, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა შეასრულოს, თავისი ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან უნდა გაიყვანოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რაიმე ტიპის ნორმალიზაციაზე საუბარი, მაგრამ საქართველოს არჩევანი არის მშვიდობიანი დემოკრატიული განვითარება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაინგრა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics