|
2020-08-12 11:30:08, 2333 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: აღარ ვატარებთ ნიღაბს, არ ვიცავთ დისტანციას - შესაძლოა ამან სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შექმნას
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება. მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები არ დაიცავენ სოციალურ დისტანციას და არ ატარებენ ნიღბებს, შესაძლოა სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას. „ამ ეტაპისთვის, სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავ, მაგრამ მოქალაქეებს, რომლებიც ელოდებიან რომ მათი შვილები წავლენ სკოლაში, მათთვის ეს არის ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხი, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე და დღეს, ჩვენ აღარ ვატარებთ ნიღაბს, არ ვიცავთ სოციალურ დისტანციას და ეს, რა თქმა უნდა მიგვიყვანს იქამდე, რომ შეიძლება სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას. სწორედ ამიტომ, სრული მობილიზაცია არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ უსაფრთხო სკოლებში განათლება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)