22:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-10 12:05:20, 1847 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - საჭიროა ცვლილებები, რათა ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, ვისაც თაღლითის სახელი ეწოდა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჭიროა ცვლილებები, რადგან ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხდა იმ გარკვეულ გაუგებრობაში, სადაც მას თაღლითი ექიმის სახელი ეწოდა.

ტიკარაძე აღნიშნავს, რომ სამინისტრო მზადაა განახორციელოს დამატებით არაერთი ქმედება, რადგან ამ საქმეში სიცხადე შეიტანოს.

„შეხვედრის მიზეზი იყო ვახტანგ ყიფიანის საქმე, სადაც ცალსახად გამოიკვეთა თუ რამდენი და რა მნიშვნელოვანი ცვლილებები არის საჭირო იმისთვის, რომ საკანონმდებლო ბაზაში, ასევე რეგულირების კომპეტენციების ნუსხაში, რომ ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხდა იმ გარკვეულ გაუგებრობაში, სადაც მას დღეს თაღლითი ექიმის სახელი ეწოდა. სამინისტრო მზადაა განახორციელოს დამატებით არაერთი ქმედება, რადგან ამ საქმეში სიცხადე შეიტანოს.

შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს სამართალდამცავებმა „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics