21:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-06 19:37:10, 2787 ნახვა

რეგიონი
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა შუახევის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაცია - ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს' შორის

მემორანდუმს, შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ და პროექტის რეგიონულმა წარმომადგენელმა ასლან ჭანიძემ მოაწერეს ხელი.

თანამშრომლობა სასოფლო თემის მდგრადი განვითარების მიზნით, შუახევის მუნიციპალიტეტის სამიზნე სოფლებში: - ნიგაზეულში, ფურტიოსა და ზედა ტაკიძეებში ინფრასტრუქტურული და სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს.

 თანამშრომლობის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს:

წარმომადგენლების ჩართულობას და დასწრებას პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებსა და ღონისძიებებში;

 გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობას სათემო შეხვედრებზე გამოვლენილი პრობლემის მოგვარების სტრატეგიების შემუშავებაში;

შესაძლებლობის ფარგლებში შეთანხმებული სტრატეგიების მიხედვით პრობლემების მოგვარების პროცესში თანამონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი'' შუახევის თვითმმართველობასთან წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობს, რომლის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობის გზით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics