|
2020-08-06 16:53:33, 2907 ნახვა
კომენტარი
მიხეილ რამიშვილი - მოვითხოვეთ, რომ მოიძიონ აპარატი, რომელიც გამოიკვლევს, როდის მოხდა უკანასკნელად ავტომობილის გადაადგილება
„დაჩქარებული წესით მოვითხოვეთ, რომ მოძიებული იყოს ისეთი აპარატი, რომელიც გამოიკვლევს როდის მოხდა უკანასკნელად ავტომობილის დაქოქვა, გადაადგილება“, - ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. რამიშვილის განცხადებით, პროკურატურისგან მიიღეს დაპირება, რომ საქმეში ფედერალური ბიურო ჩაერთვება, მაგრამ ეს დაკავშირებულია დროსთან. „დღეს, როდესაც შევხვდი მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს, წარმოგვიდგინეს დოკუმენტები, მოსამართლის განჩინებები, რომ გადაგზავნილია უკვე მოთხოვნები და ჩართულობა იქნება ფედერალური ბიურო, მაგრამ ეს დროსთანაა დაკავშირებული. მზაობაა გამოხატული, რომ იქნებიან მოწვეული ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ და ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია „გუგგლთან“, „ფეისბუქთან“ და ვებსაიტებთან, ყველაფერი იქნება სრულად მიღებული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმშვიდის საფუძველი გახდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით ჩვენ შეიძლება დავწყნარდეთ. დაჩქარებული წესით მოვითხოვეთ, რომ მოძიებული იყოს ისეთი აპარატი, რომელიც გამოიკვლევს როდის მოხდა უკანასკნელად ავტომობილის დაქოქვა, გადაადგილება“, - განაცხადა რამიშვილმა. ცნობისთვის, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი პროკურატურაში გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვდებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)