|
2020-08-06 12:12:44, 2953 ნახვა
კომენტარი
მიხეილ რამიშვილი - შსს-ს გადაწყვეტილი აქვთ ბაჩალიაშვილის საქმეზე არაფერი გამოიძიოს - ხელს აფარებენ იმ ჯგუფს, რომელიც ამაშია ჩართული
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშივლის განცხადებით, შსს-ს გადაწყვეტილი აქვთ ბაჩალიაშვილის საქმეზე არაფერი გამოიძიოს. მისი თქმით, უწყება ხელს აფარებს იმ ჯგუფს, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეშია ჩართული. „ალბათ, ყველა კარგად გავეცანით გუშინ შსს-მ როგორი განცხადება გააკეთა, რა გაასაჯაროა. ესაა ლეპტოპზე ექსპერტიზა, რომ ჩატარდა და ამოღებულ იქნება ე.წ ვებსაიტზე შესვლა როგორ ხორციელდებოდა, რა ვენბსაიტი იქნა დათვალიერებული თამუნას მიერ. ესაა მიზანმიმართული განაჩენი გაკეთებული და პირდაპირ გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ თვითმკვლელობის იქით არანაირი ქმედება და გამოძიება არ განხორციელდება. ანუ რას გულისხმობს, როდესაც ცხედარი იქნა აღმოჩენილი კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი გამობრძანდა და თქვა რომ არსებობს ფსიქოლოგი, რომელიც 22-შივე დაიკითხა და არსებობს აბები და წერილი, რომელიც დაილუქა და საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია, რომ თითქოს დაეს ყველაფერი დაკავშირებული იყო თქვითმკვლელობასთან. რომ მოვითხოვეთ თუ რა წერილი გაუგზავნეს აშშ-ს საელჩოს, წერილი არ გვაჩვენეს და საღამოსვე საზოგადოებაში ორგანიზებულად დაიწყეს იმის გავრცელება, რომ ბავშვი თითქოს შედიოდა ისეთ საიტებზე, სადაც ნახულობდა, რომ მოკვდებოდა რა დაემართებოდა „ფეისბუქსა“ და ა.შ. მთელი ლეპტოპი არის გაუბედურებული,წაშლილია ყველაფერი და ეს მიემართება იმისკენ, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ არაფერი არ გამოიძიონ და ხელს აფარებენ მკვლელობასა და იმ ჯგუფს, რომელიც ამაშია ჩართული“, - განაცხადა რამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)