21:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-04 16:42:29, 3474 ნახვა

რეგიონი
ღვინის ტურიზმის მიმართულებით აჭარაში ტრენინგები დაიწყო

რესტორნებისა და ღვინის ბარების თანამშრომლებისთვის ღვინის ტურიზმის შესახებ ტრენინგი დაიწყო. ღვინისა და კერძის შეხამების ძირითადი ასპექტები, ინგრედიენტები და მათი ზეგავლენა კერძებზე, ქვევრის ღვინო და კერძის შეხამება, ღვინის გემოს მთავარი ელემენტები - იმ ძირითადი თემების ჩამონათვალია, რომლის შესახებაც თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი ბათუმში მიმდინარეობს.

ტრენინგს სომელიე მაგდა სურგულაძე უძღვება, რომელიც მონაწილეებს პრაქტიკული ტრენინგისას რამდენიმე სტილის ღვინისა და კონკრეტული პროდუქტების ერთმანეთთან შეხამების სავარჯიშოებს გააკეთებინებს. ტრენინგს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებითა და USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ღვინის კლუბი ანხორციელებს.

ამავე პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს ტრენინგები აჭარაში მოქმედ გიდებსა და ღვინის მარნების წარმომადგენლებსაც ჩაუტარდათ. ღვინის ტურიზმის თემაზე თეორიულ-პრაქტიკული სწავლება მათ კახეთში გაიარეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics