21:20 - 28 May, 2026
|
2020-07-28 12:07:31, 3247 ნახვა
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თავად განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პირველი აგვისტოდან გუბერნატორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე, მალხაზ თორია შეასრულებს. თანამდებობიდან წასვლის შესახებ მოწერელიამ განცხადება გუშინ დაწერა. ის სახელისუფლებო პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა სამეგრელო-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარულ ოლქში. ცნობისთვის, ალექსანდრე მოწერელია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობას 2018 წლის აგვისტოდან იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)