19:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-06 10:30:14, 555 ნახვა

საზოგადოება
პოლიციამ დაკარგული ბავშვი იპოვა

29 აგვისტოს, რუსთავის საქალაქო სამმართველოში 14 წლის მოზარდის, დავით ლ-ს მშობლებისგან შევიდა შეტყობინება მათი შვილის დაკარგვის თაობაზე. პოლიციამ აღნიშნულზე ფაქტზე ოპერატიულად მოახდინა რეაგირება, შეიქმნა სამძებრო საქმე უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მიმართ. მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო სამძებრო ღონისძიებები, გამოიკითხა ყველა ის პირი, ვისაც კავშირი ჰქონდა დაკარგულ არასრულწლოვანთან.

სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკარგული დავით ლ. დღეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, რუსთავის საქალაქო სამმართველოში ჩაიყვანეს და ხელწერილის საფუძველზე მშობლებს უვნებლად ჩააბარეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics