|
2020-07-24 13:36:57, 3920 ნახვა
რეგიონი
აჭარაში სერვისის გაუმჯობესება გრძელდება
აჭარაში განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები გრძელდება. ამჟამად, ისინი პრაქტიკულ მეცადინეობას კოვიდ სტანდარტების გათვალისწინებით სასტუმრო ნომრების, სივრცეების დასუფთავება-მოწესრიგების, ასევე სხვადასხვა ტიპის ქსოვილების, ზედაპირების რეცხვა-დასუფთავების სპეციფიკის შესახებ გადიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ორკვირიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა სტუმრების უსაფრთხოების, ჰიგიენის დაცვისა და პანდემიის პირობებში სასტუმროში დასუფთავების სამსახურის სწორი ფუნქციონირების შესახებ გაიღრმავეს. ბათუმის შემდეგ ტრენინგების ჩატარება უკვე ქობულეთში იგეგმება. ჯამში, ტრენინგის ფარგლებში აჭარაში დასუფთავების სამსახურების 80 თანამშრომელი გადამზადდება. სექტემბრიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ყველა ტრენინგი, ვიდეოგაკვეთილი, სემინარი თუ საჯარო ლექცია ონლაინსივრცეში ახალ პლატფორმაზე განთავსდება, რაც საშუალებას მისცემს ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს მათთვის საჭირო ინფორმაცია დისტანციურად მიიღონ. გვერდზევე იქნება შესაძლებელი ტრენინგებზე ონლაინ რეგისტრაციის გავლა. ბოლო წლებში, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 3000-მდე სერვისის მიმწოდებელს ჩაუტარა ტრენინგები, რაც წელსაც გრძელდება. დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ყველა ტრენინგი, მასტერკლასი თუ სემინარი მიმდინარე წელსაც უფასოა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)