21:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-20 10:08:11, 5423 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვაკე-პანტიანის მისასვლელი და ქვემო ჭალასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა

კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა მაღალმთიანი და გამყოფი ხაზისპირა სოფლების ვაკე-პანტიანის მისასვლელი და ქვემო ჭალასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის  სამუშაოები დაათვალიერა. გზაზე მოეწყო რკინა ბეტონის სანიაღვრე არხები და გადასასვლელები. 

აღნიშნული პროექტი გარდამავალი იყო და ორ ეტაპად მიმდინარეობდა. გზის 1 100 გრძივი მეტრი 2019 წელს მოეწყო, ხოლო 1 500 გრძივი მეტრი კი 2020 წელს გაგრძელდა.

პროექტის ღირებულება 3 124 444 ლარია, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენსისი“ ახორციელებს. კეთილმოწყობილი გზა  კომფორტული იქნება როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებისას. გზით 3 სოფლის მოსახლეობის გარდა  ისარგებლებს სხვილოს ციხესთან მიმსვლელი ვიზიტორებიც, რაც მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისათვის -აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics