21:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 16:46:57, 6559 ნახვა

რეგიონი
კელაპტრიშვილის ქუჩის მოასფალტება

კასპში  კელაპტრიშვილის ქუჩაზე  ასფალტის საფარის დაგების დასრულებული სამუშაოები, კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა ინსპექტირების ჯგუფის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

კელაპტრიშვილის ქუჩა 2018 წელს მოასფალტებული გრიშაშვილის ქუჩის გაგრძელებაა და  იგოეთი - კასპი - ახალქალაქის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას უერთდება. ასფალტის დაგებამდე 2018-2019 წლებში ქუჩაზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები - სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემები.

ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი 1068 გრძივ მეტრზე დაიგო, მოეწყო რ/კბეტონის ღარები, ეზოში  და გზასთან მისასვლელები,  საგზაო ნიშნები.  გზა ადაპტირებულია შშმ პირთა გადაადგილებისთვის. ათეული წლობით გაუვალი და დახრამული გზის კეთილმოწყობით მოსახლეობა კმაყოფილია, განსაკუთრებით მადლობას გამოთქვამს მაცხოვრის ეკლესიის მრევლი - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა.

პროექტი 680 014 ლარით დაფინანსებულია  რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ, სამუშაოებს კი  ელექტრონულ ტენდრში გამარჯვებული შპს „დინ გრუპი“ ახორციელებდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics