23:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 14:23:34, 4179 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი კულებას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის ხელისუფლება იმკის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინელი ელჩის დაბარებაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ბრიფინგზე კულებამ განაცხადა, რომ სააკაშვილის გარშემო შექმნილი სიტუაცია იწვევს მწუარებას, რადგან „უკრაინის მოქალაქე, რომელიც არ არის უფლებამოსილი სახელმწიფოს სახელით ილაპარაკოს, აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე არჩევნებამდელ პერიოდში“.

„ყოველი მისი განცხადება მთავრდება იმით, რომ უკრაინელ ელჩს იბარებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და გამოთქვამენ უკმაყოფილებას უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე. დისბალანსი იმაშია, რომ ერთი ადამიანი აკეთებს განცხადებას, სახელმწიფო კი, ამას, ბოდიშს გიხდით და იმკის“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, უკრაინა აფასებს საქართველოსთან მეგობრობას.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია მაქსიმალურად ნათელია: სააკაშვილი არის ერთ-ერთი რიგითი ადამიანი, რომლის საქართველოზე გაკეთებული კომენტარებიც არ ნიშნავს უკრაინის პოზიციაც“, - აღნიშნა კულებამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics