23:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 13:41:49, 3112 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: ქალბატონი გიგაური არასოდეს დაინტერესებულა ჩემი ნათქვამი ფაქტებით, რომელიც ფაქტებია და არა სპეკულაცია

„ისეთი ორგანიზაციები, როგორც არის „საერთაშორისო გამჭირვალობა“ და ქალბატონი გიგაური, რომელიც საზოგადოებას ახსოვს როგორც თითქოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი პიროვნება, მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, რომ ქალბატონი გიგაური არასოდეს დაინტერესებულა ჩემ მიერ ნათქვამი ფაქტებით, ეს არის ფაქტები და ეს არ არის სპეკულაცია“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში - „ღია ეთერი“ განაცხადა.

„მზად ვარ მივაწოდო აბსოლუტურად ყველა დეტალური ინფორმაცია ქალბატონ გიგაურს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაინტერესებულია ანტიკორუფციული საქმიანობით ჩვენი თუ წინა ხელისუფლების. საეჭვოა ის ფაქტი, რომ არასოდეს არ გამოთქმულა არავითარი ეჭვი ყოფილი, ხელისუფლების მაღალი წარმომადგენლების მხრიდან არაერთი ჩადენილი დანაშაულის და კორუფციული საქმიანობის მისამართით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არიან მიკერძოებული, სუბიექტური და დაკავშირებული ამ პიროვნებებთან“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics