21:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-07 23:26:14, 4108 ნახვა

რეგიონი
გოგი მეშველიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანაგარიში წარადგინა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა მოქალაქეებს, მედიისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საკარანტინო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანაგარიში წარუდგინა.

გოგი მეშველიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საკარანტინო მდგომარეობის პერიოდში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე დეტალურად ისაუბრა.

მაჟორიტარის ანგარიშს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმოამდგენლებთან ერთად დაესწრნენ.

ანგარიში გოგი მეშველიანმა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში წარადგინა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინო მდგომარეობის გამოცხადების პირველი დღიდანვე ჩვენი მაჟორიტარი გოგი მეშველიანი აქტიურად ჩაერთო კორონავირუსის პრევენციისთვის განხორციელებულ ყველა ღონისძიებაში. ის, საგანგებო შტაბთან ერთად, ფაქტობრივად 24 საათი მუშაობდა, რათა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს თავი უსაფრთხოდ ეგრძნო. ჩვენმა მუნიციპალიტეტმა შეძლო, თოთოეული მოქალაქის საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება. კარანტინის პერიოდში მოსახლეობას საკვებით, მედიკამენტებითა და სხვადასხვა სერვისით უზრუნველვყოფდით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუნიციპალიტეტმა ამ გამოწვევას თავი წარმატებით გაართვა, ამ წარმატებაში კი, რა თქმა უნდა, უდიდესი წვლილი ბატონ გოგის მიუძღვის, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. კოორდინაციულმა მუშაობამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პანდემიისა და საგანგებო სიტუაციებისას ერთიანობას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ კარანტინი მუნიციპალიტეტში გართულებების გარეშე დავასრულეთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics