|
2020-07-03 11:50:26, 5175 ნახვა
კომენტარი
გახარია მარკუინ მალენის წერილზე - საქართველოს აკონტროლებს ჩვენი პარლამენტი და მთავრობა
საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კონგრესმენ მარკუეინ მალენის სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული და დაფასებული საერთაშორისო პარტნიორების მიერ. „საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები. ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული, დაფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ, რომელიც ერთხმად აღნიშნავენ დღესაც, გუშინაც, ბოლო პერიოდშიც, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკუინ მალინმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია, სადაც ვკითხულობთ, რომ „პუტინის მოკავშირე, ბიძინა ივანიშვილი, ლეგალურად მოქმედი აშშ-ს ბიზნესის განდევნისთვის ენერგიულად მუშაობს“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)