23:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 17:15:06, 4260 ნახვა

კომენტარი
რატი იონათამიშვილი რომან გოცირიძეს - არჩევნებში ნულოვანი მხარდაჭერა გექნებათ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს რადიკალური და პრორუსული ოპოზიციის ტერმინები განუმარტა.

„რადიკალური ოპოზიციის განმარტება არის ძალიან მარტივი - როდესაც პარლამენტის შენობაში, პლენარულ სხდომათა დარბაზში, კენჭი ეყრება საკონსტიტუციო ცვლილებებს და შენ ირჩევ პარლამენტის გარეთ აქციას, შენ ხარ რადიკალური ოპოზიცია. უფრო მეტიც, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ ანგარიშზე ამბობ, რომ ცდება; როდესაც სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ამბობ, რომ ცდება; როდესაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაზე ამბობს, რომ ცდება - ეს უკვე პროპუსული ოპოზიციაა. ერთი კლიშეც და მეორე კლიშეც თქვენ თავად „აკიდეთ" საკუთარ თავს და ამის შედეგები სიებში კი არა, პროპორციულად ზუსტად არჩევნების შედეგებშია, სადაც თქვენ ნულოვანი მხარდაჭერა გექნებათ", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics