|
2015-08-31 17:29:17, 2620 ნახვა
Lifestyle
ბერმონაზონი ილია ვაშაკიძე მეუფე იაკობზე: იგი კაცის მკვლელია
„იგი კაცის მკვლელია, რაც სათანადოდ უნდა გამოიძიოს თავდაცვის სამინისტროს საგამომძიებლო კომიტეტმა“,-ამის შესახებ ბერმონაზონი ილია ვაშაკიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე მეუფე იაკობთან დაკავშირებით წერს. ბერმონაზონი იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეს მეუფე იაკობს სამღვდელო ხარისხი. „იგი კაცის მკვლელია, რაც სათანადოდ უნდა გამოიძიოს თავდაცვის სამინისტროს საგამომძიებლო კომიტეტმა, კერძოდ, 1992 წლის ივლისისა და აგვისტოს მისი და მისი ძმის კახაბერ იაკობიშვილის დისლოკაციისა და ქმედებების ადგილები.. ,,ნუ დადგინდება დიაკვნად, მღვდლად და ეპისკოპოსად პიროვნება, რომელსაც კაცი ჰყავს მოკლული თუნდაც შემთხვევით ჰყავდეს ადამიანი მოკვდინებული" (დიდი სჯულის კანონი).. კონსტანტინე იაკობიშვილი დამნაშავეა როგორც საარჩევნო კოდექსის დამრღვევი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ფეხქვეშ გათელა საქართველოს კონსტიტუცია და ხელჰყო კანონით აკრძალულ პერიოდში ქართველ ამომრჩეველთა ნება და ბინძურად შეეხო ქართველი ხალხის ხმის უფლებას.. ამავდროულად მან დაარღვია წმიდა სინოდის განჩინება დიაკვნებისა, მღვდლებისა და ეპისკოპოსების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის აკრძალვის შესახებ, რაც დედა ეკლესიის სწავლებას ეწინააღმდეგება.. ის ვინც წმიდა სინოდის განჩინებას არღვევს უკვე ავტომატურად აღარაა დედა ეკლესიის წევრი.. კონსტანტინე იაკობაიშვილის ბიოგრაფიიდან 10 წელიწადი იდუმალებითაა მოცული ანუ გამქრალია, რაც ეწინააღმდეგება მოციქულთა კანონს.. ქრისტესმიერ საყვარელნო, ძმანო და დანო, განა არაა არგუმენტები საკმარისი?? თავად იმსჯელეთ.. მე კი ჩემის მხრიდან ზემოთაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე ანაქსიოსს ვუცხადებ ქორეპისკოპოს იაკობ (იაკობიშვილს), რაც საეკლესიო სამართლებრივად ყველანაირად გამართლებულია.. შეუძლიათ დამიბარონ წმიდა სინოდის სხდომაზე ანაქსიოსის გამოცხადების შემდეგ და დედაეკლესიის სწავლების თანახმად წმიდა სინოდის სხდომამდე ქორეპისკოპოსმა იაკობმა უნდა შეაჩეროს მღვდელმსახურება.. ჩემს წმიდა სინოდზე დაბარების შემთხვევაში უფრო ფართო სპექტრით და ძირეულად წარვადგენ მტკიცე და მყარ არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ამ ადამიანის არამც თუ ეპისკოპოსობა, წიგნისმკითხველობაც კი არ ეგების დედა ეკლესიის წიაღში.. მისი ადგილი სტოვაშია კათაკმეველთა შორის.. ამინ!. ამინ!. ამინ!. დანარჩენზე თავად იმსჯელეთ.. ფრიად საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრის მოსმენაც.. საინფორმაციო სააგენტოებს, ვთხოვ, გაავრცელონ ზემოთხსენებული ინფორმაცია რაც შეიძლება მოკლე დროში.. გმადლობთ.. ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით იღუმენი ილია (ვაშაკიძე)..", - წერს ბერმონაზონი ილია ვაშაკიძე.
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)