|
2020-06-26 12:46:51, 1658 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძე - მაშინ, როცა რეჟიმი ბოლო წუთებს ითვლის, სუს-ი დაშინებით ცდილობს მასიურად დათესოს შიში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებისა დარესპოდენტების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას ეხმაურება. როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. "მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს სუსის მიერ გატარებულ ანტისახლემწიფოებრივ დასაქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას, რომელიც კრიტიკულ მედიასადა სოციალურ ქსელებში აზრის დაფიქსირების გამო რესპოდენტებისა და ჟურნალისტებისმასობრივ დაბარებას, მათი დაშინების მცდელობას. ასევე, პოლიტიკოსებისა დაჟურნალისტების მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო მათდაბარებას. ეს ყველაფერი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, გამოხატვის თავისუფლებას და მიმართულია მხოლოდ ერთი რამისკენ - მაშინ, როცა რეჟიმი ბოლო წუთებს ითვლის, როცა გასაგებია რომ ოქტომბერში ივანიშვილის ვერტიკალიჩამოიშლება და ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება, სუსი ყველაზე უფრო რეპრესიული დაპოლიტიზებული სამართალდამცავი უწყება ასე დაშინებით ცდილობს მასიურად დათესოსშიში. მინდა ვუთხრა ყველას, ესაა ანტისახლემწიფოებრივი ქმედება, კონსტიტუციის დარღვევა, რადგან ადამიანებს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება აქვთ. შესაბამისად, ყველა ბრძანების გამცემი და ამ ხალხის სუსში დამბარებელო ხალხი კანონისწინაშე აგებენ პასუხს. ჩვენ განსაკუთრებუთ შემაშფოთებლად ვადაფასებთ ამ ქმედებებს და ეს ინფორმაციააუცილებლად ეცნობება როგორც დიპლომატიურ კორპუსს, ასევე შესაბამის არასამთავრობოორგანიზაციებს“, - აცხადებს დეკანოიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)