|
2020-06-24 12:43:42, 2069 ნახვა
რეგიონი
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სარწყავი სეზონის მიმდინარეობასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს
სარწყავი სეზონის მიმდინარეობასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ და მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა სარწყავი ინფრასტრუქტურა სეზონს მომზადებული შეხვდა და მხარეში რწყვის სეზონი დადგენილი გრაფიკით მიმდინარეობს. ძირითად სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს წყალი შეუფერხებლად მიეწოდება. თუმცა, არის ლოკალური შემთხვევები, როდესაც ავარიული გამორთვის შედეგად, წყლის მიწოდება დროებით იზღუდება, რაც მელიორაცის სამსახურის მყისიერი რეაგირების საგანი ხდება. 2020 წელს ქვემო ქართლში კომპანიამ სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოები 2021 წელსაც აქტიურად გაგრძელდება, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონში წყალუზრუნველყოფილი ფართობების რაოდენობას. შევხედრაზე აგრეთვე ისაუბრეს მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც სოფლის მეურნეობაში, კერძოდ კი მელიორაციაში დახმარების მნიშვნელოვან პაკეტს მოიცავს. საქართველოში, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით:
დახმარება განკუთვნილია ყველა ფერმერისთვის, ვინც სარგებლობს ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებით10 ჰექტარამდე მიწის ფართობზე. ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მუნიციპალიტეტების მერები და საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)