09:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 11:32:18, 16640 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტი მკურნალობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია.

„ჩვენს ცენტრში გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა, ორი ახალი პაციენტი მივიღეთ. ამ ორი ახალი შემთხვევიდან არც ერთი არ არის მძიმე. ერთთან გვაქვს მსუბუქი სიმძიმის პნევმონია, მეორე - პნევმონიის გარეშეა. ჩვენი ორი ახალი პაციენტი არის სტუდენტი საკარანტინე სივრციდან, ისინი სწავლობდნენ სომხეთში და დაბრუნდნენ, კარანტინში იყვნენ და ჩატარებული კვლევის დადასტურებული პასუხით გადმოყვანილნი იქნენ ჩვენთან. ზოგადად კლინიკაში, 24 პაციენტიდან ყველას სიმძიმე არის საშუალო და საშუალოზე მსუბუქი“,  - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics