|
2020-06-22 12:36:11, 1780 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი - გავრილოვს საქართველოში დღევანდელი ხელისუფლების სახით ძალიან სანდო მოკავშირე ჰყავს
„გავრილოვს ძალიან სანდო მოკავშირე ჰყავს დღევანდელი ხელისუფლების სახით ქვეყანაში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გავრილოვი და 20 ივნისი დაგვეხმარა იმაში რომ გამოვფხიზლდეთ და დავინახოთ რამხელა საფრთხეს უქმნის ხელისუფლება ჩვენს ევროპულ მომავალს. „გავრილოვს ძალიან სანდო მოკავშირე ჰყავს დღევანდელი ხელისუფლების სახით ქვეყანაში დღესაც. იგივე ხელისუფლება, რომელმაც 20 ივნისს მოიწვია ის საქართველოში, საქართველოს პარლამენტსა და პარლამენტის სპიკერის სავარძელში. გავრილოვი და 20 ივნისი დაგვეხმარა ერთ რამეში, რომ გამოვფხიზლდეთ და დავინახოთ რამხელა საფრთხეს უქმნის ხელისუფლება ჩვენს ევროპულ მომავალს“, - განაცხადა სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში ვრცელდება გავრილოვის განცხადება, სადაც კომუნისტი დეპუტატი 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მოიხსენიებს. დუმის დეპუტატი საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების ინიციატივით გამოდის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)