2020-06-17 18:59:11, 1546 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი პესკოვი - ნებისმიერი ბრალდება, რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის უკან რუსეთი დგას, აბსურდია
ნებისმიერი ეჭვი იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ქართველ ჭურნალისტზე, გიორგი გაბუნიაზე თავდასხმას გეგმავდა აბსურდი და რეალობასთან შეუსაბამოა - ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვმა ამ საკითხე, რამზან კადიროვის, ჩეჩნეთის ლიდერის მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.
კადიროვმა უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ მისი დაგეგმილი იყო ქართველ სკანდალურ ჟურნალისტზე, გიორგი გაბუნიაზე თავდასხმა რომელმაც პირდაპი ეთერში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენა.
კადიროვმა, საკუთარ სოციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ ეს მისი დაგეგმილი რომ ყოფილიყო ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა.
"ვინმე თუ ნამდვილად ჩემი ბრძანებით მოქმედებდა , ის ამ დავალებას ნამდვილად შეასრულებდა, ხოლო თუ მისი მოვალეობა ჩუმად შერულება იქნებოდა, ამას ნამდვილად ვერავინ გაიგებდა, მითუმეტეს ის ვინც თქვენ ქვეყანაში, ღრმა სტაგნაციაში იმყოფება", - განაცხადა კადიროვმა.
"მე არ ვაპირებ ამ განცხადებას კომენტარი გავუკეთო. თუმცა ერთს ვიტყვი, რომ თუ კარგად გავიხსენებთ თავიდანვე ამბობდნენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას კავშირი ჰქონდა ამ ინციდენტთან და ჩვენ თავიდანვე ვპასუხობდით, რომ ნებისმიერი ბრალდება, აღნიშნულის შესახებ აბსურდი და არარეალურია", - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, 15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა. მისი თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო. გვარამია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა საქმე საქართველოს გადმოსცეს, ქართულმა მხარემ ეს "დიდი ლობის" პროვოკაციად ჩათვალა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე, დაკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. თუმცა, უწყებაში არ აკონკრეტებენ საქმე ეხება თუ არა მთავარი არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციას.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან