00:27 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 16:23:51, 1330 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი - თუ სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში ადასტურებს, რომ სისტემატურად ხდება ადამიანთა მიყურადება, უნდა დაიწყოს გამოძიება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვლი სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში ადასტურებს, რომ სისტემატურად ხდება ადამიანთა მიყურადება, უნდა დაიწყოს გამოძიება.

სამადაშვილმა დაამატა, რომ მას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გამოძიება დაიწყება და შესაბამისი ზომები გატარდება.

„ეს კონკრეტული ანგარიში, თუ ადასტურებს იმას, რომ სისტემატურად ხდება ადამიანების მიყურადება და მათი საუბარის ჩაწერა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან უხეში დარღვევა ჩვენი კონსტიტუციური უფლებების, უნდა დაიწყოს გამოძიება და გატარდეს შესაბამისი ზომები, თუმცა არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს მოხდეს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში", - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა დღეს პარლამენტში 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების უმეტესი ნაწილი  სატელეფონო ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას ეხება. თოლორაიას თქმით, ამ მიმართულებით სასამართლომ 1,362 განჩინება გასცა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კი 98 შემთხვევაში შეჩერების მექანიზმი გამოიყენა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics