|
2020-06-15 14:56:57, 1272 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე - „ქართული ოცნება“ განწირულია, ამიტომ არჩევნების თარიღით მანიპულირებას უნდა მოეშვან
„ქართული ოცნება“ განწირულია, ამიტომ უნდა შეეშვან არჩევნების თარიღით მანიპულირებას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი იმის მიხედვით მანიპულირებას დაიწყებს, თუ როდის ექნებათ მაღალი რეიტინგი. გოცირიძე განმარტავს, რომ ის რეიტინგი, რომელსაც ელოდებიან, „ქართულ ოცნებას“ არასდროს ექნება. „დაიწყებენ მანიპულირებას არჩევნების თარიღით იმის და მიხედვით, თუ როდის ექნებათ მათ მაღალი რეიტინიგი. აწყობთ დავუშვათ ოქტომბერი? ოქტომბერში ჩაატარებენ არჩევნებს თუ არ აწყობთ მიზეზად პანდემიას გამოიყენებენ და გადადებენ სხვა რიცხვისთვის. არასდროს მათ არ ექნებათ ის რეიტინგი, რასაც ელოდებიან. „ქართული ოცნება“ განწირულია, ამიტომ უნდა შეეშვან არჩევნების თარიღით მანიპულირებას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ პანდემიის მეორე ტალღა ოქტომბერში მოუწევს, შესაძლოა არჩევნები გადაიდოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)