00:27 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-13 17:06:21, 1889 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე - საინტერესოა სააკაშვილის შეთავაზება, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლას გულისხმობს

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციათივას, რომლის მიხედვითაც, ის ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი სიის შექმნისკენ მოუწოდებს, საინტერესოს უწოდებს.

ვაშაძე კოორდინაციის პირველ ეტაპად მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმებას მიიჩნევს.

„მე და „ახალი საქართველოს“ გუნდი ვიყავით ერთ-ერთი ინიციატორი და ვრჩებით ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციისა და გამარჯვების იდეის გარშემო ერთიანობის მომხრე. ვთვლით, რომ ნებისმიერი იდეა და წინადადება რომელიც ამ მიზანს ემსახურება მისასალმებელი და მისაღებია ჩვენთვის. შესაბამისად, ძალიან საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო მეტ კოორდინაციაზე და არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლას გულისხმობს. ამასთან, კოორდინაციის პირველ ეტაპად მიგვაჩნია მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება. ძალა ერთობაშია და არა დაპირისპირებასა და ურთიერთწინააღმდეგობაში, მეგობრებო!“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილს სააკაშვილი ოპოზიციას ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics