|
2020-06-13 12:40:15, 2175 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე ერთიან სიაზე - ერთიანობისთვის ყველაზე სწორი გზავნილი და სწორი ნაბიჯი მაჟორიტარული ოლქების შეთანმხება იქნება
ერთიანობისთვის ყველაზე სწორი გზავნილი და სწორი ნაბიჯი არის და იქნება მაჟორიტარული ოლქების შეთანმხება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ სწორედ მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმების საკითხზე კონცენტრირდება. „რეალობა არ არის დღეს საქართველოში ისეთი რომ მხოლოდ ორი პოლუსი იყოს და ეს არ არის მხოლოდ ივანიშვილი და სააკაშვილი, რისი წარმოჩენაც ივანიშვილს ყოველთვის სურს ხოლმე. რეალობა არის სხვა - არის მრავალი პოლიტიკური პარტია და არის ამომრჩეველი, რომელსაც განსხვავებული შეხედულება გააჩნია. ამ ეტაპზე ერთიანობისთვის ყველაზე სწორი გზავნილი და სწორი ნაბიჯი არის და იქნება მაჟორიტარული ოლქების შეთანმხება, ჯერ თბილისში და მერე სხვაგან. ამიტომ ჩვენ ამაზე ვაპირებთ კონცენტრირებას და სხვა იდეას არ განვიხილავთ. აქვე მინდა დავამატო, რომ იმედი მაქვს ეს განცხადება არ გაკეთებულა იმიტომ, რომ მერე საბაბად იყოს გამოყენებული, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი გაემიჯნოს მაჟორიტარების შეთანხმების პროცესს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილს სააკაშვილი ოპოზიციას ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)