|
2020-06-11 12:32:09, 2149 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი - კონგრესმენების განცხადება ნიშნავს, რომ ივანიშვილს დარჩა ერთადერთი გზა და ეს არის 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობის შესრულება
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენების განცხადება ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს დარჩა ერთადერთი გზა და ეს არის 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობის შესრულება. მისი თქმით, პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ივანიშვილი რისკის ქვეშ დააყენებს საკუთარ მომავალს. „ეს არ არის უბრალოდ განცხადება. ეს არის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მომზადდა ძალიან გავლენიანი ჯგუფის მიერ ამერიკის კონგრესში. ეს განცხადება ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილს დარჩა ერთადერთი გზა. ეს გზა არის 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობის შესრულება, ოქტომბერში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შედეგის უპირობო მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი, რომელიც უკვე ღიად გახდა სანქციების სამიზნე აშშ-ის კონგრესის მხრიდან, რისკის ქვეშ დააყენებს საკუთარ მომავალს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის კომიტეტი ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ „ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)