00:39 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-10 12:25:19, 2059 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე - 20 ივნისის აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი იქნება და არც მარტო „ნაციონალები“, ერთხელ ხომ მაინც შეიძლება რაიმეს „გაარტყას“ კობახიძემ

20 ივნისის აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი იქნება და არც მარტო „ნაციონალები“, ზოგადად, ერთხელ ხომ მაინც შეიძლება რაიმეს „გაარტყას“ კობახიძემ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე 20 ივნისის აქციაზე საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

კაპანაძის თქმით, 20 ივნისს იქნება აქცია, რომელზეც საქართველოს მოქალაქეები გამოვლენ, რათა გაიხსენონ ის მძიმე დღეები, რაც შარშან ამ პერიოდში ხედებოდა.

„რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი იქნება და არც მარტო „ნაციონალები“ იქნებიან. ზოგადად, ერთხელ ხომ მაინც შეიძლება რაიმეს „გაარტყას“ კობახიძემ, სულ ასე აცილებს ხოლმე როდესაც რაიმე შეფასებას აკეთებს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „200 „ნაციონალის“ შეკრება არ არის პრობლემა არც პოლიტიკური, არც პანდემიის კუთხით. გარკვეულ სოციალურ დისტანციას ალბათ, დაიცავენ, თავებიც შეგვიძლია, დავთვალოთ , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics