|
2020-06-04 13:02:38, 1285 ნახვა
კომენტარი
თურნავა - მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“ დროულად შეასრულოს ის გადაწყვეტილება, რაც საერთაშორისო არბიტრაჟმა მიიღო
საერთაშრისო არბიტრაჟი დამთავრდა საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ, ჩვენი ნავთობისა და გაზის კორპორაციის სასარგებლოდ და აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, რომ შეასრულოს დროულად ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა - ამის შესახებ, ნათია თრნავამ განაცხადა. მანა სევე ჟრნალისტებს გნუცხადა, რომ თუკი მათ აქვთ სურვილი, რომ მეტი ინფორმაცია შეიტყონ და საბოლოო სიმართლე, ყველამ ერთად მოვუწოდოთ „ფრონტერას“, რომ გაასაჯაროვოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა. „პასუხი ძალიან მარტივია, ჩვენ ყოველთვის მსგავს განცხადებას კომპანია „ფრონტერას“ მხრიდან ვპასუხობთ სრული სიმშვიდით, ვპასუხობთ ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით, არასოდეს არ გამოვირჩეოდით ზედმეტი რიტორიკით ამ მიმართულებაში და ვიკავებდით თავს, იმიტომ, რომ მიმდინაროებდა საერთაშორისო არბიტრაჟი. საერთაშრისო არბიტრაჟი დამთავრდა საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ, ჩვენი ნავთობისა და გაზის კორპორაციის სასარგებლოდ და აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, რომ შეასრულოს დროულად ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა. თუკი თქვენ გაქვთ სურვილი, რომ მეტი ინფორმაცია შეიტყოთ და საბოლოო სიმართლე ამის შესახებ, მოდით, ყველამ ერთად მოვუწოდოთ „ფრონტერას“, რომ გაასაჯაროვოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა“, - განაცხადა თურნავამ. შეგახსენებთ, „ფრონტერას“ მიერ პრემიერ გახარიასთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში 2013 წლიდან მზარდია ანტიამერიკული განწყობები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)