21:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-25 15:19:33, 454 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის წევრები მინისტრთა კაბინეტში შესაძლო საკადრო ცვლილებებს არ ადასტურებენ

მთავრობის წევრებს მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. საუბარია საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების შესაძლო შეცვლაზე. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ინფორმაცია მისთვის უცნობია. "ნამდვილად ევრაფერს დაგიდასტურებთ, არაფერ მსგავსზე საუბარი არ არის",-აღნიშნა თინა ხიდაშელმა. ანალოგიური განცხადებები გააკეთეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. შესაძლო საკადრო ცვლილებებზე ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა. სოზარ სუბარის თქმით, ზოგადად საკადრო ცვლილებები ყოველთვის ხორციელდება, თუმცა დღეს ამ თემაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. "ზოგადად გეტყვით, საკადრო ცვლილებები იყო, არის და იქნება. დანარჩენი როცა რა მოხდება ნახავთ.. არანაირი საუბარი ამაზე არ მიმდინარეობს",-განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics