|
2020-06-03 14:25:31, 1398 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე - ფასების შენარჩუნების დაპირება, ისევე როგორც ბევრი სხვა დაპირება მთავრობის მხრიდან, აღმოჩნდა შეუსრულებადი
ფასების შენარჩუნების დაპირება, ისევე როგორც ბევრი სხვა დაპირება მთავრობის მხრიდან, აღმოჩნდა შეუსრულებადი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავიტ ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას ფასების გაძვირების თავიდან ასაცილებლად უნდა გაკეთებინა ის, რასაც მათ „ევროპული საქართველო“ სთავაზობდა. „ფასების შენარჩუნების დაპირება, ისევე როგორც ბევრი სხვა დაპირება მთავრობის მხრიდან, აღმოჩნდა შეუსრულებადი და ტყუილი. ამის ნაცვლად, ხელისუფლებას უნდა გაკეთებინა ის, რასაც სთავაზობდა „ევროპული საქართველო“ ორი მიმართულებით. კერძოდ, ერთი მხრივ, უნდა მოეხდინა ეკონომიკის სტიმულირება, პირველ რიგში გადასახადების შემცირებით და მათ შორის აქციზის გადასახადის შემცირებით, რომელიც პირდაპირი კომპონენტია ფასების გაძვირების ამ ქვეყანაში. მეორე მხრივ, მოსახლეობის უკეთესი დაცვა ანუ მეტი თანხის გაცემა მოსახლეობისთვის, მათ შორის საპენსიო ფონდის გამოყენები“, - განაცხადა ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემების თანახმად, ერთი წლის განმავლობაში, ფასები ხილსა და ყურძენზე 47.1 პროცენტით, ხოლო რძეზე, ყველსა და კვერცხზე 24.6 პროცენტითაა გაზრდილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)