|
2020-05-28 14:37:48, 1255 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი - რუს ექსპერტებს არ უნდა მიეცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში დამოუკიდებელი ინსპექტირება ჩაატარონ
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, რუს ექსპერტებს არ უნდა მიეცეთ იმის შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებელი ინსპექტირება ჩაატარონ ლუგარის ლაბორატორიაში. მისი თქმით, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, რუსეთს შეუძლია მოითხოვოს საერთაშორისო ექსპერტიზა, რომელშიც შესაძლოა მისმა ექპერტებმაც მიიღონ მონაწილეობა. „რუსეთს შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, შეუძლია მოითხოვოს საერთაშორისო ექსპერტიზა, რომელშიც შესაძლოა მონაწილეობა რუსმა ექპერტებმაც მიიღონ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე სხვა პასუხი და განხილვაში შესვლაც კი, რომ რუს ექსპერტებს მიეცეთ შესაძლებლობა დამოუკიდებელი ინსპექტირება ჩაატარონ ლუგარის ლაბორატორიაში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, მოსკოვი შეშფოთებას გამოთქვამდა იმის შესახებ რომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ინფორმაციას სრულად არ ფლობდნენ. საქართველო კი გამოთქვამს მზადყოფნას, უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის რუსი ექსპერტების მონაწილეობით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)