|
2020-05-27 18:04:47, 1302 ნახვა
კომენტარი
გახარია რატიანს - ბატონო სერგო, სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ საერთოდ?!
„ბატონო სერგო, სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ საერთოდ?!“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორიგ გახარია სერგო რატიანის განცხადებას, რომ საშემოსავლო გადასახადი სახელმწიფომ ბიზნესსა და მოქალაქეებს უნდა დაუტოვოს. მისი თქმით, საქართველში დღეს გადასახადები იმდენად მცირეა, რომ გადასახადების შემდგომ შემცირებას არანაირი რეალური ზეგავლენა ბიზნესზე არ აქვს. „ბატონო სერგო, სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ საერთოდ?! დღეს საქართველო საგადასახადო დატვირთვით არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა. საქართველში დღეს გადასახადები იმდენად მცირეა, რომ გადასახადების შემდგომ შემცირებას არანაირი რეალური ზეგავლენა ბიზნესზე არ აქვს. კრიზისის პერიოდში ბიუჯეტის ხარჯები იზრდება. ყველა ის ღონისძება, როელიც ჩვენ მივიღეთ ბიზნესის მიზნობრივი ,კონკრეტული დახმარების, არის მიმართული იქითკენ, რომ ბიზნესს ლიკვიდობა დავუმატოთ. ეს ყველაფერი, რასაც თქვენ გვთავაზობთ არის უბრალოდ დემაგოგია, ჰაერში გასროლილი დაპირება, რომელსაც შეუძლია გაუთვიცნობიერებელი მოსახლეობის ნაწილში რაღაც გამოიწვიოს, მაგრამ მაგაზეც არ იღელვოთ, ჩვენ მივალთ და ამ მოქალაქეებს ყველაფერს ავუხსნით და მერწმუნეთ, როგორმე ჩვენსას უფრო დაიჯერებენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)