|
2015-08-23 14:19:21, 629 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის სამუშაოს ახორციელებს
რუსეთი წლის ბოლომდე ოკუპირებულ აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის მოწესრიგებას გეგმავს. საუბარია ოჩამჩირიდან ენგურამდე სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაზე. სარკინიგზო მაგისტრალის 33-კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი 90-იანი წლებიდან არ ფუნქციონირებს. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სარკინიგზო ჯარების 500–მდე მოსამსახურე და 50-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა ივლისის ბოლოს გაიგზავნა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვის განცხადებით, სამუშაოები ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში ხორციელდება. მისივე თქმით, ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში, რუსეთმა აფხაზეთში სარკინიზგო მაგისტრალის 50 კილომეტრიანი მონაკვეთი და 9 ხიდი 2008 წელსაც აღადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)