|
2020-05-23 18:11:27, 1289 ნახვა
რეგიონი
აჭარის რეგიონმა ე.წ. მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა
აჭარა მწვანე ზონა გახდა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კლინიკა „მედალფაში“ ორი ინფიცირებული მკურნალობდა, რომლებიც განიკურნენ და სამედიცინო დაწესებულებას მალე დატოვებენ. აჭარაში 30 აპრილის შემდეგ, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ,,ბოლო ორი ინფიცირებული რეგიონში განიკურნა. შესაბამისად, აჭარამ დაიბრუნა „მწვანე ზონის“ სტატუსი. ჩვენ 30 აპრილის შემდეგ რეგიონში აღარ გვყავს ახალი დაინფიცირებულები. ბუნებრივია, ეს არის საკმაოდ დადებითი, პოზიტიური შედეგი და დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მოდუნების, თვითკმაყოფილების საფუძველი. ჩვენ გვმართებს, რომ საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელოთ იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის უწყებების მხრიდან. ის ფაქტი, რომ აჭარამ დაიბრუნა „მწვანე ზონის" სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ როგორც ეპიდ-რეგიონი იყო საკმაოდ მომატებული რისკის მატარებელი, ვინაიდან ჩვენთან მოეწყო რამდენიმე ათეული საკარანტინო სივრცე, ასევე აჭარა არის საზღვრისპირა რეგიონი, რომელიც იყო მაღალი რისკის მატარებელი, თუმცა ყველამ ერთად, საზოგადოების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით და თვითშეგნებით შევძელით, რომ კარგად, ეფექტიანად გვემართა ეს პროცესი და დღეს გვქონოდა საკმაოდ დამაიმედებელი შედეგი. უსაფრთხო რეგიონის სტატუსი და „მწვანე ზონის" სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის მოახლოებასთან მიმართებაში. ამიტომ, ყველას ერთად გვმართებს დავიცვათ ის რეკომენდაციები და ძალიან ფრთხილად, მწყობრად დავუბრუნდეთ ეკონომიკის აღდგენის, განახლების ეტაპს და წელს ვუმასპინძლოთ ტურისტებს. ამ ყველაფრისთვის განსაკთრებული მადლობა ეკუთვნის მედიკოსებს, მთლიანად საზოგადოებას და ასევე განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის უწყებათაშორის საბჭოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ვინაიდან ყველას კოორდინირებულმა მოქმედებამ მოგვცა საშუალება დღეს ეს შედეგი გვქონოდა, რომელსაც ყველა ერთად უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან შესაძლოა ეს შედეგი ნებისმიერ დღეს შეიცვალოს“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ცნობისთვის, 30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 10 773 პირს. კორონავირუსი დაამარცხა 70-მა პაციენტმა.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)