|
2020-05-21 15:12:08, 1252 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - გახარიას მოკლე პერიოდში სამჯერ მოუწევს პარლამენტში მოსვლა და ყველა კითხვას დარწმუნებული ვარ, ამომწურავ პასუხებს გასცემს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია ამბობდა თითქოს გახარიას პარლამენტში მისვლაზე "გული უსკდებოდა". მისი თქმით, მოკლე პერიოდში გახარიას სამჯერ უწევს პარლამენტში მისვლას და ის დარწმუნებულია, რომ პრემიერი ყველა კითხვას ამომწურავად გასცემს პასუხს. „მე პირადად ბევრი კითხვა არ მაქვს პრემიერთან, რადგან ჩართული ვარ ყოველდღიურად, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პროცესში ისევე, როგორც ბევრი პარლამენტარი. როცა ოპოზიცია ამბობდა, რომ თითქოს გიორგი გახარიას გული უსკდებოდა პარლამენტში მოსვლაზე და მათი კითხვების გაგონებაზე, 27- შიც მოდის, 29 - შიც ინტერპელაციით მოდის, ივნისშიც უკვე რეგლამენტის თანახმად უწევს მოსვლა, ანუ მოკლე პერიოდში სამჯერ მოუწევს მოსვლა და ყველა კითხვას დარწმუნებული ვარ, ამომწურავ პასუხებს გასცემს“, - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)