|
2020-05-15 18:28:51, 1992 ნახვა
რეგიონი
ბოლნისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ქალაქ ბოლნისსა და სოფლებში: ფარიზში, ქვეშსა და რატევანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა მონიტორინგის ფარგლებში, ზვიად ჭუნაშვილმა ქალაქ ბოლნისში მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩებზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლთან ერთად, რატევანში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებსაც გაეცნო. ზვიად ჭუნაშვილი ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მშენებლობის პროცესსაც დაესწრო. ისტორიული პროექტის განხორციელებისთვის 594 986 ლარია გამოყოფილი. ზვიად ჭუნაშვილმა და კონსტანტინე კორძაძემ, ასევე სოფელ ფარიზში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობაც მოინახულეს. სოფელში 500 გრძივ მეტრზე, ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, ინფრსატრუქტურული პროეტის ფარგლებში, ასევე 400 გრძივ მეტრზე სარწყავი არხის რეაბილიტაციაც მოხდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)