02:22 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 14:19:49, 1690 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე - ხელისუფლების მცდელობა, რომ ბურთი გადაიტანოს სხვისკენ და დააბრალოს სხვას, იქნება წარუმატებელი

„ყველამ ყველაფერი კარგად იცის და ხელისუფლების მცდელობა რომ ბურთი გადაიტანოს სხვისკენ და დააბრალოს სხვას იქნება წარუმატებელი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამით „ქართული ოცნება“ ბოლომდე ჩაეფლობა იმ ჭაობში, სადაც თავის თავი შეიყვანა.

„ძალიან ბევრი მანიპულირება და ტყუილი მოვისმინეთ ჩვენ ამ დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ ყველაფერ ამას უპირისპირდება არამხოლოდ ჩვენი, როგორც ოპოზიციის კომენტარები, არამედ განცხადებები, რომელიც გააკეთეს ელჩებმა, როგორ ფასილიტატორებმა, ამას უპირისპირდება განცხადებები, რომელსაც ვისმენთ შეერთებული შტატების კონგრესის მხრიდან და ჩვენი იმ მეგობრების მხრიდან, ვინც თავიდან იყო ამ პროცესში ჩართული. ანუ ყველამ ყველაფერი კარგად იცის და ხელისუფლების მცდელობა რომ ბურთი გადაიტანოს სხვისკენ და დააბრალოს სხვას იქნება წარუმატებელი, ამით „ქართული ოცნება“ ბოლომდე ჩაეფლობა იმ ჭაობში, სადაც თავის თავი შეიყვანა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics